შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებულ პროექტებს, მათი შედეგების შეჯამებას, სამომავლო გეგმებსა და ქართული ცენტრის დაარსებას ამერიკაში.
პირველი ქართული ცენტრი ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტში ამოქმედდება, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა და კულტურა. ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე ქართველი სტუდენტებისათვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება გაცვლითი კვლევითი სტიპენდიების დაარსება. ამ მიმართულებით ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება გაგრძელდება და უახლოეს მომავალში პროექტი ამოქმედდება.