შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხეს და მათი შენიშვნები და წინადადებები მოისმინეს. ამავე დღეს, მინისტრმა ახალციხის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
სამუშაო ფორმატში პედაგოგებთან შეხვედრა და სიახლეების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა რეგიონში ჩავლენ და პირადად გამართავენ შეხვედრებს.