საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დუშეთის პირველი საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესთაგანია. თავდაპირველად ის ორკლასიანი სასწავლებელი იყო, საშუალო სკოლად, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გადაკეთდა.
აღნიშნულ სკოლაში არაერთი ღირსეული მეცნიერი და მამულიშვილი, მათ შორის აკადემიკოსები: ლევან ჟიჟიაშვილი და ვახტანგ ბადაგაძე, პროფესორები: ოთარ დუდაური, გურამ ჭეიშვილი და სხვები აღიზარდნენ.
სკოლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლაში ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის მათემატიკის კაბინეტიც გაიხსნა.