ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო და უკვე 2014 წელს, სისტემაში პროფესიული განათლების მისაღებად 150-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ სსსმ სტუდენტების დიდი ნაწილი პროფესიად სწორედ, კულინარიის და თექის ტექნოლოგიის პროფესიებს ირჩევენ.
მეორე წელია, რაც განათლება ხელმისაწვდომი გახდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვისაც, მათთვის იაშვილის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყო და ბავშვები ადგილზე იღებენ საგანმანათლებლო სერვისს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი, საკუთარ სკოლებს უბრუნდებიან. მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მუდმივად ზრუნავენ პატარა პაციენტებზე, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და დახმარება ესაჭიროებათ.