მინისტრმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ
ოლიმპიადაში მონაწილეობს 10 უსინათლო
მოსწავლე. “სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლება” – აღნიშნა
დიმიტრი შაშკინმა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, შესარჩევი ტური თბილისსა და ყველა რაიონულ ცენტრში 9–17 იანვარს ჩატარდება.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მომზადებასა და ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.