განათლების სამინისტროს და კონკრეტულად, პრესცენტრის დათვალიერება მოსწავლეების სურვილი იყო, მათ ეს სურვილი მინისტრს თავიანთ სკოლაში ერთ-ერთი სტუმრობისას გაანდეს. დაპირებისამებრ, თამარ სანიკიძემ თავად უმასპინძლა მოსწავლეებს და შენობა და ის გარემო დაათვალიერებინა, სადაც პრესცენტრია განთავსებული. ბავშვები გაეცნენ როგორ ხდება ვიდეო გადაღება და მონტაჟი, როგორ მუშაობს ჟურნალისტი, მათ თავადაც სცადეს ფოტო და ტელეკამერის გამოყენება და სამახსოვრო კადრები გადაიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაძვის ხესთან ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და თოვლის ბაბუასაგან საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამ მოსწავლეებთან შეხვედრა, მათი სურვილის შესრულება, ვინაიდან ისინი სხვებზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას, დახმარებას და ელემენტალურ ყურადღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც ამ მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს.