ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 358-ე და 361-ე მუხლების თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. მათ შორისაა ევროკავშირის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება კვალიფიკაციებსა და ხარისხის უზრუნველყოფას.
2014 წელს (ივნისი-დეკემბერი) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის’’ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში შექმნილია შემდეგი პროექტები:
1. საერთაშორისო და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების შედარებითი ანალიზი;
2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი;
3. ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა გეგმა.