დელეგაციის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდნენ და ამერიკული უნივერსიტეტის ჩართულობით, ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე სტუმრებმა თავიანთი წინადადებებიც წარმოადგინეს და მინისტრისაგან ის ინფორმაცია მიიღეს, რაც მათ საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
თამარ სანიკიძის განმარტებით, მისასალმებელია კერძო სექტორის მიერ საგანმანათლებლო პროექტის ინიცირება, რომლის განხორციელებაშიც სამინისტრო მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ითანამშრომლებს რა, უცხოელ პარტნიორებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა პროფესორებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან გიორგი შარვაშიძესთან ერთად, შეხვედრები გამართეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებში.