პროექტის მეორე ეტაპის დახურვასთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნა მონაწილე ბავშვების მიერ საკუთარი სცენარებით გადაღებული მოკლე ფილმები. გარდა ამისა, გაიმართა კლასიკადქცეული „ნატვრის ხის“ რესტავრირებული ვერსიის ჩვენება და შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან.
პროექტი „კინო სკოლაში“ ეროვნულმა კინოცენტრმა 2014 წლის მარტიდან - დეკემბრის ჩათვლით განახორციელა საქართველოს 5 რეგიონის (იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 40 სკოლაში. პროექტი მიმდინარეობდა ორი სემესტრის განმავლობაში და მის ფარგლებში სულ 960 კინოჩვენება გაიმართა, რომლებსაც მთლიანობაში 12 000 ბავშვი დაესწრო.