დოკუმენტების საბოლოო ვერსიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან ერთად საქართველოს მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 20 იანვარს წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს 1 თებერვლამდე შეიმუშავებდა.
19 წევრისაგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისია მუდმივმოქემდია და მისი წევრები არიან წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ განათლების ექსპერტები.