საინფორმაციო შეხვედრაზე კოლეჯის სტუდენტებმა უახლესი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და უცხოეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაცია დაფუძნებული იყო, აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიღწევებზე, შესაძლებლობებსა და ამოცანებზე.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართა, სწავლაში წარმატებები უსურვა და მოუწოდა სურვილის შემთხვევაში, სწორი არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო მიგრაციის სასარგებლოდ, რათა არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი და თავიდან აიცილონ არალეგალური მიგრაციის სხვა საფრთხეები.