ღონისძიებაზე მოწვეულ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წამომადგენლებმა.
პროექტის მთავარი მიზანია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის ინტენსიური ტრენინგების გზით სამართლებლივი განათლების მიწოდება, პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროფესიული დახელოვნების ერთგვარი პლათფორმა და შერჩეულ სკოლებში მოხდება პრაქტიკული სამართლის გაკვეთილების იმპლემენტაცია.
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყრება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გრძელვადიანი მომზადების სისტემურ პროგრამას, რომელიც მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს.
საიას განათლების ხელშეწყობის ფონდი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაცემად.