პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“, სადაც ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: მზარეული; სარესტორნო საქმის მწარმოებელი: ბარმენი; სომელიე; მიმღები რეცეფციონისტი; ტუროპერატორი; გიდი; სასტუმრო საქმის მწარმოებელი; კონდიტერი.
კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებიც სწავლობენ. საგაზაფხულო მიღებაზე კოლეჯი მათ კვლავ მიიღებს და სავარაუდოდ, მეტი რაიოდენობით ვიდრე გასულ წელს. რეგისტრაცია კოლეჯში 2015 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2015 წლის 5 მარტს მთავრდება.