მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სამართლებრივ თემებზე სემინარების, შეხვედრების, საჯარო ლექციების ორგანიზებას, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების აქტიური მონაწილეობით.
ზემოაღნიშნული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი „მოქალაქე“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სკოლებში სამართლებრივი საკითხების სწავლებას. ჩვენს სინამდვილეში სამართლებრივი საკითხების ცოდნა პრიორიტეტული და ძალზე აქტუალურია, ვინაიდან ის შესაძლებელს ხდის ავღზარდოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და დაცული მოქალაქე.