განათლება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამუშაო ბაზრის რეფორმასთნ, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ასევე კერძო სექტორიც იღებს სარგებელს პროფესიული განათლებიდან: ადვილად პოულობს შესაფერის კადრს. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, კომპანიას კონკურენტუნარიანს სწორედ, კვლიფიცირებული კადრი ხდის. კერძო სექტორის მოთხოვნილება, ჰყავდეს კვალიფიცირებული და მოტივირებული კადრი, შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო კავშირით.
შეხვედრაზე ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო
მაგალითები განიხილეს კოლეჯ ”სპექტრის” მაგალითზე.
კოლეჯის კერძო სექტორთან არსებული თანამშრომლობა იძლევა სტიმულს,
კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა
დამყარდეს სხვადასხვა კომპანიასთან,
რაც აუცილებელია უკვე არსებული სექტორის განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.