სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ რამდენიმე მომენტზე, რომელზეც საზოგადოებას საჭიროა სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. კერძოდ:
ერთერთი ბრალდების თანახმად, წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 5 000 მასწავლებლის განთავისუფლება, რაც ალოგიკური განაცხადია: „არგუმენტად მოჰყავთ საბიუჯეტო ციფრები. თუმცა ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებულია 2015 წლისთვის, არსად არ იკითხება მასწალებლების რაოდენობა, რომელთათვის გათვალისწინებულია ესა თუ ის საბიუჯეტო სახსრები“ - განაცხადა მინისტრმა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სქემის პირველი შედეგები 2017-2018 წელს დაიდება და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და ფინანსური მდგომარეობა ორი წლით გადაიწევს, რაც სიცრუეა, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია პედაგოგთა სახელფასო ზრდა. შესაბამისად, ნორმატიულ დოკუმენტებში დამტკიცებულია 2016 და 2017 წლების სახელფასო ზრდა.
რაც შეეხება დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს, თითქოს მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიკავონ წარმატებული მასწავლებლის კარიერული საფეხური, მინისტრმა განაცხადა, რომ ესეც მცდარია, რადგან დოკუმენტებში გაწერილია, რომ ყველა მასწავლებელს, ვისაც აქვს დაძლეული პირველი ორი საფეხურით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათგან ნებისმიერს შეუძლია მესამე, წამყვანი მასწავლებლის პოზიცია დაიკავოს.
ბრალდებაზე, თითქოს სქემა არ ითვალისწინებს სერტიფიცირებული მასწავლებლების მდგომარეობას, რომლებიც არ არიან დღესდღეობით პროფესიაში შესული, მინისტრმა განაცხადა, რომ ესეც მცდარია, რადგან სქემის დიდი ნაწილი არეგულირებს ზოგადად მასწავლებლის პროფესიაში შესვლას და შესვლის ალტერნატიულ გზებს.
მინისტრმა სამწუხარო უწოდა მიდგომას, როდესაც სკოლის შეფასების ჯგუფს პოლიტიკოსები მოიხსენიებენ ბიუროკრატიულ მექანიზმად. მისი თქმით, სკოლის შეფასების ჯგუფი ეს არის მასწავლებლისგან, სასწავლო ნაწილისგან, მასწავლებელბის კათედრების მიერ არჩეული ფასილიტატორებისგან და დირექტორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც სკოლაში შეფასების კომპნენტის დანერგვას მოახდენენ.