„საქართველო და ჩინეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო კუთხით. ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა განათლების ხარისხის ამაღლებას; მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში კერძო კომპანიაა ჩართული. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, მნიშვნელოვნად გააქტიურდება სტუდენტთა მობილობა. ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებით უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება ორ მოდულს -სინოლოგიას (ჩინური ენა, კულტურა, ჩინეთის ისტორია) და იაპონისტიკას მოიცავს. სინოლოგიის მიმართულებაზე ამჟამად ოცდაათამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაც ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩინელი სპეციალისტები ასწავლიან ჩინურ ენასა და კულტურას.
გასულ წელს, ჩინეთის ელჩის იუე ბინის ინიციატივით, თსუ-ს ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადმოეცა.