საკოორდინაციო შეხვედა სისტემურ ხასიათს ატარებს და რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებასა და მიღწევების განხილვას.
ზემოაღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების ხელშეწყობასა და გაძლიერებას. აღნიშული სახის შეხვედრები მნიშვენლოვნად ზრდის დონორებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას.