EUVEGE - დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. EUVEGE პროქტი უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის და აგრეთვე, შრომის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერას.
პროექტის ბენეფიციარებსა და ძირითად პარტნიორებს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ევროკავშირის აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებასა და მხარდაჭერას უნარების განვითარების, პოლიტიკის მართვისა და მონიტორინგის, სარეფორმო ღონისძიებების შეფასებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
„უკეთესი უნარ-ჩვევები უკეთესი სამუშაოსათვის“ ეს არის 2,7 მილიონ ევროიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის დევიზი და იგი ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. თავად მრავალმილიონიანი დახმარების პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვაა.
EUVEGE პროექტის განმახორციელებელი გუნდი ხუთი წამყვანი და სამი ადგილობრივი ექსპერტისაგან შედგება, რომელთაც დახმარებას გაუწევენ მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო მოკლევადიანი ექსპერტები. პროექტის ხანგრძლივობაა 36 თვე.
პრეზენტაციაზე ტექნიკური დახმარების გუნდმა წარმოადგენა ინფორმაცია პროექტის, მისაღწევი შედეგებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ იაროჩევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბორის იაროჩევიჩი, ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი, აგრეთვე ბენეფიციარი სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.