საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიზნით, საქართველოს ბელარუსის უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე სერეგეი ჩიჟიკი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.
სერგეი ჩიჟიკის განცხადებით - საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა სამეცნიერო პოტენციალი და შესაბამისად, ბელარუსი დიდად არის დაინტერესებული, სამეცნიერო სფეროში ქართულ მხარესთან თანამშრომლობით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას. როგორც მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყება მუშაობა თანამშრომლობის ახალ შეთანხმებებზე და შემუშავდება ერთობლივი პროექტები. ორმხრივი ურთიერთობები საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასახვა ერთობლივ პროექტებში.