შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მხარეებისთვის ინფორმაციის გაზიარება და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 საჯარო სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებსა და სხვა სასწავლო რესურსებს, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, პროგრამა მხარს უჭერს მოსწავლეებს და პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.