შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს, ახალ პროექტებს. მათ შორის გიორგი შარვაშიძემ უცხოელ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ მინისტრის თავჯდომარეობით შექმნილ კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე, მეცნიერთა გაზრდილ ხელფასებეზე და სხვ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე საქართველოს „ჰორიზონ 2020“-ის ფარგლებში გაერთიანების თემასაც შეეხო და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ამ მიმართულებით განახორციელებს - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ საქართველო ხდება „ჰორიზონ 2020“-ის წევრი და ქართველ მეცნიერებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ იმ გრანდიოზულ პროგრამებში, რომელიც კვლევის მიმართულებით ხორციელდება ევროპაში - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.