ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
ა) სკოლების მიერ ინიცირებული პროექტების ხელშეწყობა;
ბ) მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
გ) საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) საგანმანათლებლო და პროფესიული ორიენტაციის ექსკურსიების მხარდაჭერა;
ე) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ვ) მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;
ზ)არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციაზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა;
თ) ევროინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების ხელშეწყობა.
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2015 წლის 29 მაისის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტების განხილვა დაიწყება 1 აპრილიდან და განხორციელდება ეტაპობრივად.
პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.