საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე თურქეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელაგაციას თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრსციის უფროსი, ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ადმინისტრაცია თავის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და შესაბამისად, სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ერთ-ერთი მათ შორის განათლებაა.
შეხვედრაზე ქუდრეთ ბულბულმა ვრცლად ისაუბრა უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის საქმიანობაზე და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელსაც ადმინისტრაცია ახორციელებს. რაც შეეხება შეხვედრის მიზანს, თურქული მხარე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს და მზად არის ამ მიმართულებით დაიწყოს მოლაპარაკებები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მეცნიერების სფეროში შესაძლო თანამშრომლობას და ამ მიზნით ერთობლივი პროექტების ამოქმედებას.