მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემას ამჯერად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები უძღვებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს ახალ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. სწორედ, დაინტერესებული აუდიტორიის დეტალური ინფორმირება და დასმულ კითხვებზე პასუხი წარმოადგენს ანალოგიური შეხვედრების მიზანს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სქემაზე მომუშავე ექსპერტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის კონცეფციას, მის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს სისტემატიურად აცნობენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს მასშტაბით.