შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მექანიზმები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის შესახებ; მოსწავლის შეფასება და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა; სპეციალური პედაგოგისა და ფსიქოლოგის შტატის დაშვება სკოლებში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების რეალიზებისთვის; რესურს ოთახების აღჭურვის მნიშვნელობა; სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების შერჩევა საგნების მასწავლებლების მიერ; ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისა და განხორციელების მნიშვნელობა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა.
ინკლუზიურ განათლებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სკოლის დირექტორებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.