საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროექტს, რომელიც დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აქტიურად თანამშრომლობენ USAID-სა და სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა I-VI დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტი ასევე ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.
2013-2015 აკადემიური წლების განმავლობაში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-PriEd) ჩართულია 122 საპილოტე სკოლა.
2015 წლის აპრილიდან იგეგმება საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) გაფართოების ფაზის დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს 500 საჯარო სკოლას მიეცემა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-PriEd) ჩართვის შესაძლებლობა.
შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) საქართველოს ყველა საჯარო სკოლას სთავაზობს მონაწილეობის მიღებას გამოცხადებულ კონკურსში პროექტში ჩართვის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ
იხილოთ დეტალური ინფორმაცია თანდართულ ფაილში.
სააპლიკაციო ფორმა.