პირველკლასელთა საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.