საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი დახმარებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის რევიზიის პროცესში, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სამინისტროსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე რეკომენდაციებს სამინისტროს სამოქალაქო განათლების ეფექტიანი სწავლებისათვის შესაბამისი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით.
ლია გიგაურთან შეხვედრის მიზანი აღნიშნული თანამშრომლობის მიმდინარეობის განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან ჯეიმს ლენგელი, ჯონ ნელსონი და ქეთრინ ლენგელი, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც აშშ-ში, ასევე საკონსულტაციო სამუშაოს მხრივ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოში.