ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას.