პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1430-მდე მოსწავლითა და 183 მასწავლებლით. აქედან 5 სკოლაა, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა აქ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ 5 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. 2013-2014 წლებში ხეობის სამ სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი, ორი სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული, სკოლები ასევე აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტმომსახურებით.
პანკისის ხეობის სკოლებში დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამინისტრო 2015 წელსაც განახორციელებს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სკოლებმა წარმოადგინეს და რა საჭიროებებიც სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურმა გამოავლინა. რაც შეეხება ახალ სასკოლო პროექტებს, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილ 6 სასკოლო პროექტს დააფინანსებს:
ზემოაღნიშნულ სკოლებსა და ხეობის დარჩენილ ორ სკოლაში დამატებით ექვსი პროექტის დაფინანსება იგეგმება.
პანკისის ხეობაში სასკოლო ცხოვრება ისევე სრულფასოვნად მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თუ სოფლის სკოლაში, პანკისელი მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში, ასევე წარმატებით მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ხუთი სკოლიდან ორ სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს, სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობენ მასწავლებლებიც, ასევე გადიან მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს თბილისში და ადგილზეც.