შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-დანერგვის პროცესში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაციაში გამართულ საინფორმაციო სემინარზე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ეროვნული პროფესიული საბჭოების წარმატებული ფუნქციონირების, შრომის ბაზრის პოლიტიკის ფორმირების, საქართველოს პროფესიული განათლების არსებული მდგომარეობის, ეროვნული პროფესიული საბჭოს სამუშაო გეგმისა და თემატური სამუშაო ჯგუფების შესახებ.
საინფორმაციო სემინარს ასევე დაესწრნენ პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები.