აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა UNESCO-ს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი 2015 წლის 10 ივლისამდე. 2015 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი (advanced degree) იუნესკოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით:
ორივე უცხო ენის (ინგლისური და ფრანგული) ცოდნა (ასევე სხვა უცხო ენების ცოდნა) და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება განიხილება როგორც დამატებითი უპირატესობა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მ.წ. 15 ივნისამდე (14 ივნისის დღის ბოლომდე) უნდა წარმოადგინონ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
სასურველია ასევე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის, მხარდაჭერის წერილის თუ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა სახის რაიმე დამატებითი დოკუმენტის არსებობა.
დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: unesco@mfa.gov.ge
ტელ: 2945000 (1912)
არასრული და დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.
Call for applications Young Professionals Programme (pdf)
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: http://unesco.ge/?p=1308