იტალიის ქ. ტურინში ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ერთად გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები – ტურინის პროცესი 2015“, რომლსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ETF-ის პარტნიორი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.
საქართველოს მხრიდან აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები: ქ-ნი ქეთევან ნატრიაშვილი და ბ-ნი გიორგი შარვაშიძე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროპული განათლების ფონდის (ETF) დირექტორთან – ქ-ნ მადლენ სერბანთან, ETF-ის ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ბ-ნ არჯენ ვოსთან და ETF-ის მენეჯერთან ბ-ნი ტიმო კუსელასთან. განხილულ იქნა ევროპული განათლების ფონდსა (ETF) და საქართველოს შორის პროფესიული განათლების კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილება და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
ზემოაღნიშნული კონფერენცია დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული განათლების სექტორში არსებული თანამედროვე ტენდენციები, ადამიანური რესურსების განვითარების პროფესიული შესაძლებლობები გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში.