04.06.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ინფორმაციულ, ანალიტიკურ შეხვედრებს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ქ. ბორჯომის #3 სკოლაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს განათლების სისტემაში არსებული სიახლეები გააცნო. საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას, რეფერირების საკითხებს, სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს და სხვა სიახლეებს ზოგადი განათლების მიმაართულებით.
საინფორმაციო პრეზენტაციის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ლია გიგაურმა პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.