ხვალ, 15 ივნისს, მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია (პრეტესტი) თბილისში არ ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აგრძელებს ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ინფორმაციის მიღებას და ზუსტდება სკოლებთან მისასვლელ გზებთან დაკავშირებული მონაცემებიც.
თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისგან დაზარალდა, მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდები დაინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველგვარი რისკი აღმოფხვრილი იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დამამთავრებელი გამოცდების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.