14.06.2015
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ვაკე-საბურთალოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. მინისტრებმა მდინარე ვერეს ხეობაში დანგრეული სახლები მოინახულეს და მაცხოვრებლებს გაესაუბნრნენ.