მინისტრთან ერთად სასტუმროში იმყოფებოდა მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი. როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრები. ლევან ზარდალიშვილმა კიდევ ერთხელ განუმარტა დაზარალებულ ადამიანებს კონკრეტულად რა დახმარებას სთავაზობს მათ ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლონ ამ მომსახურებით.
მინისტრის განმარტებით, საჭიროებების გათვალისწინებით, სამინისტრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეეცდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პრობლემების ნაწილი მაინც მოუგვაროს კერძოდ, დღეიდან, პროფესიული სასწავლებლები მათი სტუდენტების მიერ დამზადებული საკვები პროდუქტითა და სხვა ნივთებით მოამარაგებენ ამ ოჯახებს.
სახელოვნებო მიმართულების პროფესიულმა სტუდენტებმა სასტუმროში მყოფ ბავშვებს პატარა ზეიმიც მოუწყვეს, მათ ბავშვებს საშუალება მისცეს მასთთან ერთად დაეხატათ და ასევე, დაემზადებიათ თექის ნაწარმი.