განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე სკოლის დირექტორს შეხვდა. მინისტრმა დირექტორების პრობლემები პირადად მოისმინა და ყველა საკითხის გადაჭრაში დახმარებას დაპირდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში არსებული ყველა საკითხის მოგვარება დიალოგის რეჟიმში ხდება. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რადგან სამინისტრო მაქსიმალურად ითვალისწინებს პედაგოგებისა და დირექტორების მოსაზრებებს” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
სკოლის დერექტორებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” განათლების პროფესიული სინდიკატისა და განათლების ლიდერთა ლიგის ორგანიზებით მოხდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლის დირექტორების წინაშე არსებულ პრობლემებს, ასევე სკოლების განვითარების საკითხებს და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.