საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს. სასტუმრო ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტიპის სტუდენტურ საცხოვრებლებს შორის.
ზუგდიდის უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. სტუდენტთა 40% -ზე მეტი სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილია, პირველ რიგში სწორედ მათ მოემსახურება უფასოდ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი. აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები.