ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა დასრულდა. მონაწილეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერთიფიკატებით დააჯილდოვა. საზაფხულო სკოლას 70-მდე მონაწილე ესწრებოდა. საზაფხულო სკოლის კურსებს კი უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან.
ყოველწიურად, საზაფხულო სკოლის კურსების შერჩევა და ორგანიზება ხდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. საზაფხულო სკოლა შესაბამისი კურსებით ეხმიანება სპეციალისტთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ზრდას განსაზღვრული მიმართულებით.
2015 წელს ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსების შერჩევისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სისტემაში არსებული საჭიროებები, რაც უკავშირდება ჟესტური ენის თარჯიმანთა კვალიფიკაციას და საკლასო მენეჯმენტს. შესაბამისად, რეკომენდაცია გაუწია შემდეგი კურსების განხორციელებას:
საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა (მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სპეც.მასწავლებლები) და სხვა დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ზრდას ინკლუზიურ განათლების საკითხებში.
2010-2013 წლებში საზაფხულო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა ხდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.
2014 წლიდან, საზაფხულო სკოლის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.