საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.
გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge დანართის სახით იხილეთ გასაუბრების განრიგი.
გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №68 (აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობა).