საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ.
ამ შემადგენლობით დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა და იგი ავსტრიელების დახმარებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას ეხება. როგორც მხარეები შეთანხმდნენ, ეს იქნება ერთგვარი ტრენინგ-ცენტრები, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადება/გადამზადება მოხდება. ტურიზმში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის იტერესებშია და იგი ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.