საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ორგანიზებულ გენდერულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე, გოგონებისთვის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საჭირო სტრატეგიაზე იმსჯელეს.
კონფერენცია გახსნა კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა ჰაიდიმ, ხოლო მთავარი სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ასისტენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის აპარატის უფროსი და თეთრი სახლის გოგონებისა და ქალების საბჭოს აღმასრულებებლი დირქტორი თინა ტჩენი.
კონფერენციის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ კორპორაციის, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მათ შორის ელ სალვადორის განათლების მინისიტრის მოადგილესთან, ერლინდა ვეგასთან, რომელსაც გაუზიარა საქართველოს წარმატება და გამოცდილება განთლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.