ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
ჩეხურ ენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამისთვის გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მედიცინა, ტექნიკური დარგები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგის, ეკოლოგია, ქიმია.
ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები გამოყოფილია ეკონომიკის, ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სპეციალობებზე.
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და განაცხადის შევსების შესახებ იხილეთ დანართის სახით.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 სექტემბერი.