შეხვედრა Worldskill Sao Paulo 2015-ის საერთაშორისო კონკურსის პროგრამის - One School One Country - გაიმართა. პროგრამის მიხედვით Worldskills-ის კონკურსებში მონაწილე გუნდები სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან, პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრებიან და თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.
სან-პაულუს სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს საზეიმო მიღება გაუმართეს და მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა დაათვალიერებინეს. მოსწავლეებმა საქართველოს დელეგაციისთვის საგანგებოდ მომზადებული კონცერტი წარმოადგინეს და მათ მიერ მომზადებული ნივთები საჩუქრად გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა ლუისა სალეტეს ჟუნკა დუ აუმეიდას სკოლას სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო მოსწავლეებს - Worldskills Georgia-ს ლოგოტიპიანი მაისურები და კეპები გადასცეს.