შეჯიბრის პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს დელეგაციის წევრების შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მსოფლიოში ცნობილი, საშემდუღებლო პროდუქციის, შედუღების აღჭურვილობის, სხვადასხვა სახის საჭრელი აღჭურვილობისა და შედუღების სისტემების მწარმოებელი კომპანიის „ლინკოლნ ელექტრიკის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, კომპანია დაინტერსებულია საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბებით, სადაც გადამზადდებიან პროფესიული სტუდენტები, ასევე კვალიფიკაციას აიმაღლებენ ჩვენი პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები.