საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები რეგიონების საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს ეცნობიან. ამჯერად, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თელავის რამდენიმე სკოლა მოინახულეს და პირველ რიგში მოსწავლეებისათვის გადასაცემი სახელმძღვანელოებით დაინტერესდნენ.
თელავის სკოლებში მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით მზადება აქტიურ ფაზაშია. ძირითადად დასრულებულია არსებული სახელმძღვანელოების დახარისხება და აქაც, ისევე როგორც ყველა საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს როგორც მაღალი ქულით შეფასებულ, უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ასევე, ახალ წიგნებს.
ბოლო წლებში თელავის სკოლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სკოლები ახალი ივენტარით აღიჭურვა, რამდენიმე სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.