აღნიშნული რეკომენდაციები ორიენტირებულია თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწაზე, რაც ხელს შეუწყობს წარმატებული სასწავლო პროცესის წარმართვას.
რეკომენდაციები მოიცავს სხვადასხვა საკითხს მათ შორის, საჯარო სკოლებში საგანგებო სიტუაციების შტაბების შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც ჩართული იქნებიან მანდატურები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები; მოსწავლეთა საინფორმაციო კამპანიას თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ საგანგებო სიტუაციაში; ამ პროცესის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა თემატური საჩვენებელი გაკვეთილები და სხვ.
პროექტი გაიშლება
მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლის სკოლის დირექცია და პროექტში
ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.
ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა ინსტიტუციად, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ პერიოდთან შედარებით 30% შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.