საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსს, რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრს შოთა ცხოვრებაშვილს ღირსების ორდენი გადასცა.
ამავე დღეს მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს ქ.თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და გაბედული მოქმედებისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრსტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური და მატერიალური მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს დავით ჭიჭინაძეს მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის გადასცა.